სოფელ „აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 1,250,000 ლარამდე დაჯდება

Construction News

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ„აგარაკამდე“ მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება.

„ახლა ვიმყოფებით სოფელ „აგარაკში“, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდი ამინდის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ ამოსვლას, იმდენად გაუვალი იყო არსებული გრუნტის გზა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე წესრიგდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალზე სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება. მოეწყო გაბიონი, ასევე, აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა – კიუვეტები და დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, ჯამურად, 15,000 კვადრატულ მეტრზე. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს, პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,250,000 ლარამდე დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები