სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

Construction News

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩენილი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობას 65-მდე მეხანძრე-მაშველი იღებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის, შსაბამისად დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მსგავსი სტატიები