26 ადამიანი დაიღუპა და 56 დაშავდა სომალიში, სასტუმროს აფეთქების შედეგად. დაღუპულთა შორის არიან ბრიტანელები, ამერიკელები, კენიელები და ასევე ერთი ჟურნალისტია.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სასტუმროსთან ახლოს აიფეთქა, ხოლო შემდეგ 3 შეიარაღებული შევარდა შენობაში.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურს 11 საათი დასჭირდა ინციდენტის აღმოსაფხვრელად. შედეგად, 2 მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაკავებულია.
ინციდენტი პარასკევს საღამოს, საპორტო ქალაქ კისმაიოში მდებარე სასტუმრო “Asasey”-ში მოხდა.
პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება “Al Shabaab”-მა აიღო, რომელიც “ალ-კაიდასთან” არის დაკავშირებული.