სოლოლაკში იაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

Construction News

სოლოლაკში, იაშვილის 16-ში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სულ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ბეტონის მასა შენობიდან არაერთხელ ჩამოვარდნილა და სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის. როგორც ისინი აცხადებენ, დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების გამო უარი მიიღეს.

ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები.  

მსგავსი სტატიები