სმოგი – ბანგკოკში ჰაერის დაბინძურების კრიზისია

Construction News

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ორ კვირაზე მეტია მომწამვლელი სმოგია. ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის გამო, ხელისუფლებამ 450 სკოლაში სასწავლო პროცესი შეაჩერა, მოსახლეობა სახლიდან გარეთ გასვლისგან თავს იკავებს ან ქუჩაში სპეციალური ნიღბებით გადაადგილდება.

როდესაც ფანჯარაში ვიხედები, მტვრის გამო ყველაფერი დაბინდულია. არ მინდა ასეთი ჰაერი ვისუნთქო. ვცდილობ, რომ სახლიდან არ გავიდე”, – აცხადებს იურიდიული ფაკულტეტის 21 წლის სტუდენტი, სუთასი (Suthasi) და დასძენს, რომ პრობლემაზე მთავრობამ რეაგირება დააგვიანა.

Image result for smog in bangkok

კრიზისის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორია, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვი, მშენებლობა, ქალაქში ფაბრიკა-ქარხნების არსებობა და ბანგკოკის მეზობელ პროვინციებში ნარჩენების დაწვა. კრიზისს მშრალი ამინდიც ამწვავებს.

მთავრობამ კრიზისის მოგვარების მიზნით,  ქალაქში მომწამვლელი გამონაბოლქვის მქონე მანქანების გადაადგილება აკრძალა. ასევე, აკრძალულია რეგიონებში ღია ცეცხლის დანთება.

An officer from the Bangkok Metropolitan Administration uses agricultural drones to spray a water based solution in the air during the operation in an attempt to ease the effects of heavy smog

გარდა ამისა, მტვრის ნაწილაკებისგან ჰაერის გასაწმენდად, მთავრობა დრონების საშუალებით წყლის გაფრქვევას გეგმავს.

ცნობისთვის, მტვრის მავნე ნაწილაკის PM2.5-ის დასაშვები ნორმა, ბანგკოკსა და მის მიმდებარე პროვინციებში დეკემბრის ბოლოდან ყოველდღიურად იზრდებოდა.

PM2.5 არის მცირე ზომის მტვრის ნაწილაკი, რომელიც ჩვეულებრივი ნიღბებით არ იფილტრება და ფილტვებისთვის საზიანოა.

სმოგი – ჰაერის დაბინძურების ტიპი; შავი სქელი ნისლი, რომელიც წარმოიქმნება ბოლისა და ჭვარტლისაგან დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. სიტყვა „სმოგი“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში და ტერმინების – კვამლისა (ინგლ. Smoke) და ნისლის (ინგლ. Fog) შერწყმის შედეგია.

theguardian.com

მსგავსი სტატიები