სმოგის გამო ტაილანდში კრიზისია

Construction News

ტაილანდის ჩრდილოეთით, ჰაერის დაბინძურების გამო, კრიზისული მდგომარეობაა. ადგილობრივების მხარდაჭერის მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრაიუტ ჩან-ოჩა ქალაქ ჩიანგ მაიში ​ჩაფრინდა, სადაც სმოგის პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებენ.

ქალაქი ჩიანგ მაი ამ დრომდე ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სმოგის გამო, წელს მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ჰაერის დაბინძურების პრობლემას ემატება ტყის ხანძრის გახშირებული შემთხვევებიც. Dailymail-ის ცნობით, ქალაქი მთლიანად მთებითაა გარშემორტყმული, რაც ჰაერის ხშირ ცირკულაციას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდში PM2.5 მყარი ნაწილაკების ჰაერში კონცენტრაციის უსაფრთხო ლიმიტი ნახევარ კუბურ მეტრ ჰაერში 50 მიკროგრამია. ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებულმა ჰაერის ხარისხის მონიტორინგმა აჩვენა, რომ PM2.5 მყარი ნაწილაკების კონცენტრაციამ ლიმიტს 6-ჯერ მიაღწია და ერთ შემთხვევაში 700 მიკროგრამის მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ჰაერის დაბინძურების პრობლემა ტაილანდის არც სხვა ქალაქებისთვის არის უცხო. დედაქალაქ ბანგკოკში იანვარში PM2.5 ნაწილაკების დონემ 70-120 მიკროგრამს მიაღწია, რის გამოც 400-მდე სკოლამ ფუნქციონირება დროებით შეაჩერა.

მსგავსი სტატიები