სიცილიის ქალაქში საცხოვრებელი სახლის შეძენა €1 არის შესაძლებელი

Construction News

სამხრეთ სიცილიაში, ქალაქ მუსომელის ადგილობრივი მთავრობა სახლებს სიმბოლურ ფასად, 1 ევროდ ყიდის. ამ დროისთვის, გასაყიდი სახლების რაოდენობა 100 შეადგენს, თუმცა ახლო მომავალში მთავრობა 400 სახლის სიმბოლურ ფასად გაყიდვას გეგმავს.

მყიდველებს ქალაქის მმართველობა ერთადერთ პირობას უყენებს. ახალი მფლობელი ვალდებულია ერთ ევროდ შეძენილი სახლი გაარემონტოს. კვადრატული მეტრის სარეაბილიტაციო სამუშაობი 107 დოლარია. 

იტალიის პატარა ქალაქებისა და სოფლების წარმომადგენლები ამ გზით ცდილობენ მოსახლეობის შენარჩუნებას. დღეისათვის, მუსომელის მოსახლეობა 11,000 შეადგენს.

მსგავსი სტატიები