სინგაპურში შერეული ტიპის მსხვილი სამშენებლო პროექტისთვის $1.8 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

სინგაპურში “Beach Road”-ის რაიონში, შერეული ტიპის მსხვილი სამშენებლო პროექტის განხორციელება იგეგმება, სახელწოდებით “Guoco Midtown”.

პროექტის განხორციელება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იგეგმება.

770,000 კვ.ფუტ ფართობს 30-სართულიანი საოფისე კოშკი და გასართობი სივრცე დაიკავებს, ხოლო 32,290 კვ.ფუტ ფართობზე 32-სართულიანი კოშკი აშენდება, რომელსაც 200 საცხოვრებელი ბინა ექნება.

“Guoco Midtown” – ში ორი სართული საექსპერიმენტო ლაბორატორიასაც დაეთმობა.

Worldconstructionnetwork-ის ინფორმაციით პროექტზე $1.8 მილიარდი დაიხარჯება და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.

მსგავსი სტატიები