სინგაპურში პირველი ნულოვანი ენერგიის სკოლა აშენდა

Construction News

2019 წლის დასაწყისში სინგაპურში თითქმის ნულოვანი ენერგიის სტანდარტებით აშენებული სკოლა გაიხსნა. ექვსსართულიანი მულტიდისციპლინური შენობა სინგაპურის სამხრეთ სანაპიროზე, ქლემენთის გზაზე (Clementi Road) მდებარეობს.

inhabitat.com-ის ინფორმაციით, 8,500 კვ.მ ფართობის შენობას 1,200 მზის პანელი აქვს. მზის პანელების დახმარებით, სკოლის შენობა ბუნებრივ ენერგიას გამოიმუშავებს.

ჰერმეტულად დახურული შენობის ნაცვლად, არქიტექტორებმა ნაგებობა მთლიანად სინგაპურის ტროპიკულ გარემოს მოარგეს. ოთახებში ბუნებრივი ვენტილაციის გარდა, იყენებენ 100%-იან ჰიბრიდული გაგრილების სისტემასაც.

სკოლის ეზოში გამოყოფილია სივრცე მწვანე საფარისთვის, სადაც ადგილობრივი სახეობის მცენარეები დარგეს. გარდა ამისა, შენობაში 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია: კვლევითი ცენტრები, ბიბლიოთეკა, კაფე და ღია ტიპის დასასვენებელი სივრცე.

მსგავსი სტატიები