სინგაპურის მშენებარე აეროპორტში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხელოვნური ჩანჩქერი განთავსდება

Construction News

სინგაპურის Jewel Changi-ს აეროპორტში, რომლის მშენებლობის დასრულებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მსოფლიოს ყველაზე მაღალ ხელოვნურ ჩანჩქერს ააგებენ. წყლის ვარდნის სიმაღლე მინის თაღოვანი კონსტრუქციიდან 40 მეტრი იქნება. Archdaily.com-ის ინფორმაციით, მშენებლობა სინგაპურის აეროპორტში 17 აპრილს დასრულდება.

ჩანჩქერის გარდა, შენობის შიგნით მწვანე ზონა, ხელოვნური ტყე და სავალი ბილიკები გაშენდება. აეროპორტი 134,000 კვ.მ ფართობს დაიკავებს. შენობაში 5-სართულიანი სავაჭრო ცენტრიც განთავსდება.

აეროპორტის გეგმაში გათვალისწინებულია ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც 1,000-მდე ადამიანს დაიტევს. 40-მეტრიანი ჩანჩქერის მინის კონსტრუქცია შენობის ცენტრში განთავსდება და მას ობიექტის გამწვანებული არეალების სარწყავად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ხელოვნური ჩანჩქერი გამაგრილებელ ფუნქციასაც შეითავსებს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Safdie Architects ახორციელებს.

მსგავსი სტატიები