სიეტლში “გუგლის” კამპუსის სამშენებლო მოედანზე ამწის წაქცევას 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2 მათგანი ამწეს მართავდა, დანარჩენები კი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებოდნენ. გარდაცვლილებს შორის ერთი ქალია.
სიეტლის სახანძრო-სამაშველო სამსახური ინფორმაციას 3 დაშავებულის შესახებაც ავრცელებს, რომელთა შორის არის 4 თვის ჩვილიც. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევამ, რომელიც 27 აპრილს ადგილობრივი დროით 15:30 საათზე მოხდა, მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 11 მანქანაც დააზიანა. უბედურ შემთხვევას ვაშინგტონის შტატის შრომისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი იძიებს, გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.