სიდნეიში 226 მეტრი სიმაღლის მდიდრული სასტუმრო აშენდება

Construction News

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდიდრული სასტუმრო აშენდება. პროექტის მიხედვით, შენობის სიმაღლე 226 მეტრი იქნება.

სასტუმროს პირველი სამი სართული „ურბანულ სივრცეს“ დაეთმობა, რომელიც შეხვედრებისთვის და სხვადასხვა ტიპის ოფისებისთვის მოეწყობა. გარდა ამისა, „ურბანულ სივრცეში“ აუზი და ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ცენტრები აშენდება.

სასტუმროს შემდეგ 38 სართულს კეთილმოწყობილ ნომრებს დაუთმობენ. 50-ე სართულზე კი ბარები და რესტორნები განთავსდება. მდიდრული სასტუმროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

დიზაინერის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობისას არსებული სტანდარტები მთლიანად გათვალისწინებული იქნება. 55-სართულიანი სასტუმრო ქალაქის ბიზნეს რაიონში აშენდება.

მსგავსი სტატიები