სიდნეიში ავარიულ სახლში დაბრუნებას 200-მდე ადამიანი 3 თვეა ელოდება

Construction News

სიდნეიში “Opal Tower”-ის შენობა 3 თვეზე მეტია მოსახლეობისგან დაცლილია. ბზარების გაჩენის გამო 36-სართულიან შენობას ჩამოშლის საფრთხე ემუქრება.

Dailymail-ის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დაიწყო. მთლიანობაში საცხოვრებლიდან 200-მდე ადამიანია ევაკუირებული.

Opal Tower-ის სამშენებლო ღირებულება 165 მილიონი აშშ დოლარია და მასზე კომპანია “Icon” იაპონელ პარტნიორთან “Kajima Corporation” ერთად მუშაობდა. მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდა მათ 10 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდათ.

შენობაში სულ 392 აპარტამენტია განთავსებული, აქედან 169-ში მოსახლეობა ამ დრომდე ვერ ბრუნდება.

“ახალი სამხრეთ უელსის დაგეგმარების დეპარტამენტის“ 17-გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, შენობის დაზიანება ცუდმა კლიმატურმა პირობებმა და უხარისხო სამშენებლო მასალამ გამოწვია.

ცნობისთვის, 90-მეტრიანი კოშკის მშენებლობა 2006-2008 წლებში მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები