სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი ფართოვდება

Construction News

დღეს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე  შრომის უსაფრთხოებასა და მის საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული პრობლემები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის იმ სიახლეზე, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის გამკაცრება მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს, საჭიროა აღსრულების სწორი მექანიზმი და კომუნიკაცია ბიზნეს-ასოციაციებთან.

მისი განმარტებით, სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი ფართოვდება, რაც ერთგვარი პრევენციული მექანიზმია:

სექტემბრიდან იცვლება ის, რომ შრომის ინსპექციას უფრო ფართო მანდატი ეძლევა. თავისუფალი შესვლის უფლება ექნება აბსოლუტურად ნებისმიერ კომპანიაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში, გაუფრთხილებლად, წინასწარი შეთანხმების გარეშე. ეს ერთგვარი პრევენციული მექანიზმია. ასევე, ძალიან ფართოვდება საწარმოთა ჩამონათვალი, რომელიც მოექცევა შრომის უსაფრთხოების კანონის ქვეშ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები