სექტემბრიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებს გაუფრთხილებლად შეამოწმებენ

Construction News

მიმდინარე წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექცია ყველა ტიპის კომპანიას გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმებს, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

შესაბამის ცვლილებას საქართველოს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

„სიახლეები, რაც კანონმა შემოგვთავაზა რამდენიმეა, თუ აქამდე ინსპექციის მანდატი მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ კომპანიებზე ვრცელდებოდა, 1-ლი სექტემბრიდან ეს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე გავრცელდება. ასევე თუ გარკვეული დათქმები არსებობდა ვადებთან დაკავშირებით, ახალი რედაქციის მიხედვით ეს დათქმებიც გაუქმებულია“, – განმარტა ფერაძემ. 

მისივე ინფორმაციით, დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება და გაიზრდება შრომის ინსპექტორების რაოდენობაც. 

ფერაძის თქმით, შრომის ინსპექცია წარმოდგენილი იქნება რეგიონული მასშტაბითაც. 

“შევიძინეთ სამხრე კამერები, ასევე ვმუშაობთ სოფთის პროგრამაზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკავშირებს ინსპექტირების პროცესს ცენტრალურ ბაზასთან, იმისთვის, რომ მოხდეს გამჭვირვალე პროცესის ჩამოყალიბება. ასევე ჩამოყალიბდება სამეთვალყურეო ბორდი, რომელის წინაშეც შრომის ინსპექცია იქნება ანგარიშვალდებული“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი სტატიები