რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საცხოვრებელი სახლების რენოვაციის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე, მოსახლეობას 22 სახლიდან გადაიყვანენ, რაც დაახლოებით 5 ათას ადამიანს შეეხება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში ათობით სასტარტო მოედანი შეირჩა, რისი სამშენებლო პოტენციალი 138 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს შეადგენს. აღნიშნული ტერიტორიები განლაგებულია მოსკოვის 4 ადმინისტრაციული ოკრუგის 8 რაიონში.
ცნობისთვის, მოსკოვში საცხოვრებელი სახლების რენოვაციის პროგრამა 2017 წელს დამტკიცდა. პროგრამის ფარგლებში 350 ათასი ბინიდან დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის გასახლება მოხდება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მთლიანობაში პროგრამაში 5 ათასზე მეტი სახლი შედის.
ria.ru