საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის დარგში აპრილის თვეში ეკონომიკური კლება დაფიქსირდა

Construction News

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 5,1%-ით გაიზარდა.

2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური კლება მშენებლობის დარგში დაფიქსირდა.

ზრდა კი შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

რაც შეეხება მიმდინარე წლის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელს, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდა 4,8%-ით განისაზღვრა.

მსგავსი სტატიები