საქსტატი – რატომ ახასიათებდა სამშენებლო სექტორს აპრილში კლების ტენდენცია?

Construction News

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა.

სხვადასხვა დარგში არსებული კლებისა და მატების მიზეზებზე საქსტატის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ ისაუბრობა. მისი განმარტებით, კლების ტენდენცია ნარჩუნდება მშენებლობისა და სამთო მოპოვების მრეწველობის დარგებში. თუმცა, მდგომარეობა წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია.

მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენციაა, თუმცა, აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს შენობების, მაგისტრალური მილსადენებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შემცირება. რაც შეეხება გზების მშენებლობას, ამ მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა”, – აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

მსგავსი სტატიები