საქნავთობის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

Construction News

თბილისში, საქნავთობის დასახლებაში, ერთსართულიან საწყობის ტიპის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 300 კვ.მ ფართობი დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სწრაფად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, რის შედეგადაც ცეცხლი არ გავრცელდა გვერდით მდებარე სასაწყობე მეურნეობაზე.

ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მსგავსი სტატიები