საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილი

Construction News

“საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი” – ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ.

ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო კოვიდ-19-ის პანდემიის მართვა, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს.

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ. “მწვანე დერეფნის” ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მსგავსი სტატიები