კავკასიის რეგიონში პირველად McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმო საქართველოში აშენდება. მიმდინარე წელს სამშენებლო სამუშაოები ლილოში განხორციელდება და პროექტში 5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება. საწარმო წლის განმავლობაში საშუალოდ 30 მილიონ ცალ პურს გამოუშვებს.
bm.ge-ის ინფორმაციით, საწარმოს გახსნის ზუსტი თარიღი ერთ თვეში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე მშენებლობის დეტალებთან დაკავშირებით კომპანიის უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
McDonald’s საქართველოს პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას თქმით, ქარხანა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სამხრეთ რუსეთის McDonald’s-ის რესტორნებს მოამარაგებს.