საქართველოში 7 ახალი პროფესიული სასწავლებელი აშენდება

Construction News

საქართველოში 7 ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ფეისბუქლაივის დროს განათლების მინისტრმა განაცხადა.

“გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დამატებით 7 ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ 10 ათას ადგილს პროფესიულ სასწავლებელში კიდევ შეემატება დაახლოებით 1,500-1,700 ადგილი. 2019 წლიდან დაიწყება სკოლის მოსწავლეებისთვის მე-10, მე-11, მე-100 კლასში პროფესიის ათვისების შესაძლებლობა”, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა.

პრემიერ მამუკა ბახტაძის თქმით კი, პროფესიული სასწავლებლების პროფესორებსა და მასწავლებლებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ. გარდა ამისა, კერძო სასწავლებლებიც მიიღებენ ისეთივე დაფინანსებას, როგორსაც იღებენ სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლები.

მსგავსი სტატიები