საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

Construction News

საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორიის: არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების, ერუშეთისა და რაჭის ეროვნული პარკების, ასევე, რიონის აღკვეთილის დაარსება იგეგმება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1,130,462 ადამიანს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობამ 18%-ით მოიმატა.

ამასთან, მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

droa.ge

მსგავსი სტატიები