საქართველოში 2016-2018 წლებში 8,128 საცხოვრებელ შენობაში გაჩნდა ხანძარი

Construction News

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2016-2018 წლებში საცხოვრებელი დანიშნულების შენობებში ხანძრების/წაკიდებების 8,128 შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყების ცნობითვე 2016-2017 წლებში 8,673 შენობა-ნაგებობაში გაჩნდა ხანძარი.

კერძოდ, შენობა-ნაგებობებში მომხდარი ხანძრების/წაკიდებების რაოდენობის სტატისტიკა შემდეგია: 2016 წელი – 4,434; 2017 წელი – 4,239. მათ შორის დაზიანებული შენობა-ნაგებობების რაოდენობამ 2016 წელს 1,171 შეადგინა, 2017 წელს კი 1,188; რაც შეეხება განადგურებულ შენობა-ნაგებობებს: 2016 წელს – 460, 2017 წელს კი 536 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ობიექტები საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება.

პრაქტიკის მიხედვით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში ტარდება სახანძრო შემოწმებები (ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვენია). ამასთანავე, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სახანძრო შემოწმებები არ ტარდება, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროებებიდან გამომდინარე, დადგენილია პრევენციის სხვა ზომები”, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში“.

მსგავსი სტატიები