საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

Construction News

ერთად შევაჩეროთ ჰესომანია და საქართველოს მასობრივი დატბორვა-განადგურება – ამ მოწოდებით თბილისში დღეს გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება.

თბილისის საკრებულოს უკან, “იბიარდის” კონფერენციის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო აქციაში, ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ისინი მთავრობის კანცელარიისკენ მსვლელობასაც გამართავენ. აქცია-მანიფესტაციას გარემოს დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.

„ჰესებთან დაკავშირებული პროექტების დროს ძალიან ბევრი კითხვა რჩება, მათ შორის ეს იქნება გარემოსთან დაკავშირებით, საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებით. დღევანდელი ღონისძიება არის ერთგვარი შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ, როცა ხდება მასშტაბური პროექტების განხორციელება, ამ ქვეყნის მოქალაქეები ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, არ იყოს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც დააზიანებს გარემოს,“ – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

rustavi2.ge

მსგავსი სტატიები