საქართველოში, ჰაერის ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება

Construction News

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ტყვიით დაბინძურება არ შეინიშნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია არსებობს.

„ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია, მათ შორის ისეთი დამაბინძურებლების კუთხით, როგორიცაა ტყვია. გვინდა საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ – საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის მასშტაბით, ჰაერის კვლევის მიზნით 61 სინჯი აიღეს და შემცველობის კუთხით გადაჭარბება არც ერთ სინჯში შეინიშნება.

მისივე ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ტყვიის შემცველი საწვავი საქართველოში არ არის.

interpressnews.ge

მსგავსი სტატიები