საქართველოში ჰაერის დაბინძურების საფრთხეები სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორიდან მოდის

Construction News

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივ აუდიტში, რომელიც ევროპის აუდიტორთა სასამართლომ ჩაატარა, 15 ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების უმრავლესობა მშენებლობისა და ტრანსპორტის სექტორებიდან მომდინარეობს.

ანგარიშში მოყვანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ეკონომიკური ეფექტი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 35.2%-ს შეადგენს. 

ევროპის აუდიტორთა სასამართლომ რეკომენდაციები თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ გასცა.

საქართველოს ეროვნული აუდიტის ანგარიშების მიხედვით, მინიმუმ 9 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს მონიტორინგის სისტემები სრულყოფილ და სანდო მონაცემებს არ იძლევა.

საქართველოს უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ დაასკვნა, რომ ჰაერის დაცვაზე პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია არ არის ადეკვატური და ეფექტიანი. მათივე დაკვირვებით, ყველა უწყება სრულად ვერ აცნობიერებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და სავალდებულო ჩარჩოთი განსაზღვრული ვადების მნიშვნელობას.

მსგავსი სტატიები