საქართველოში წარმოებული ცემენტის 29 სახეობიდან ევროსტანდარტებს მხოლოდ 15 აკმაყოფილებს

Modern Roofing

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი.

გაერთიანების ცნობით, შვიდმა პროდუქტმა შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<15 მპა).

„აღსანიშნავია, რომ შედეგები გაუმჯობესდა 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როცა 36 ნიმუშიდან მხოლოდ 13-მა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (36%). საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირება პოზიტიურ ეფექტს ქმნის საქართველოს ცემენტის ბაზარზე, რისი დასტურიც არის 2019 წლის იანვრის ფარული ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი. შემოწმებული ცემენტის სახეობების 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ეტაპობრივად გააუმჯობესა მათი პროდუქციის ხარისხი, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა პოზიტიური შედეგები პირველად აჩვენეს. იმ კომპანიებმა, რომლებმაც გარკვეული დროის მანძილზე დააკმაყოფილეს ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრები“, – აცხადებენ ასოციაციაში.

2019 წლის 15 იანვრიდან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა.

საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.

მსგავსი სტატიები