საქართველოში ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში აღიმართება

საქართველოში ყველაზე მაღალი დროშა ქუთაისში აღიმართება, რომლის სიმაღლე 46.5 იქნება.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დროშა ქალაქს ინდურმა დეველოპერულმა კომპანიამ შპს „სითი ქონსთრაქშენმა“ აჩუქა. სადგარი უკვე ჩატანილია ქუთაისში და ის ქალაქის ერთ ერთ შესასვლელში განთავსდება.

ქუთაისის მთავრობის ცნობით, შპს „სითი ქონსთრაქშენი“ ქალაქში უკვე ახორციელებს მსხვილ ინვესტიციას. 

მსგავსი სტატიები