საქართველოში ტყისა და მიწათმოქმედების ონლაინ ატლასი იქმნება

Construction News

საქართველოში ტყისა და მიწათმოქმედების ონლაინ ატლასი იქმნება. დაინტერესებული მხარეებისთვის, სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონულ მისამართზე atlas.mepa.gov.ge

სისტემა უზრუნველყოფს ტყესა და მიწათსარგებლობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას და სიზუსტეს, ასევე, უზრუნველყოფს ინფორმაციის აქტიურ გამოყენებას და ხელს უწყობს სატყეო სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებების როგორც დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე მონიტორინგს.

სისტემის ძირითად მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და საზოგადოების, ტექნოლოგიითა და ინფორმაციით წახალისება და ხელშეწყობა, უმეტესწილად – ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალში, მიწის გამოყენების ყველა მნიშვნელოვანი კატეგორიის ერთ სტანდარტიზირებულ პლათფორმაზე კონსოლიდაციისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების განვითარების გზით.

სისტემა დაფუძნებულია “Global Forest Watch” (GFW) და გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებზე (ESRI ArcGIS; NASA/USGS/ESA satellites – Landsat; Sentinel 2; VIIRS; MODIS) და მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მონაცემებს.

სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ონლაინ პლათფორმას atlas.mepa.gov.ge

მსგავსი სტატიები