საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება

Construction News

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც დღეს კახეთში, წინანდალში იმართება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„კახეთის მაგალითზე მინდა გამოვყო თელავში აღდგენილი ბატონის სასახლე და მიმდებარედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ასევე, ამჟამად მიმდინარე უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობს და ჩვენი სამინისტრო ჩართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. მსგავსი მაგალითია ბოდბე, სადაც იგეგმება სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გომბორზე დავიწყეთ სამუშაოებისთვის მზადება, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული ქალაქების ცენტრების რეაბილიტაცია. უკვე დაიწყო თელავის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ველისციხის საინტერესო ისტორიულ დასახლებას და ამ მიმართულებითაც უკვე ვმუშაობთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ყველა პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და ადგილობრივებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები