საქართველოში რამდენიმე ათეული სკოლა აშენდება

Construction News

წელს საქართველოში რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018-2019 წლების განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად, რადგან ძლიერი რეგიონი ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

„გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები 2019 წლის ბიუჯეტში. 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმ მასშტაბური რეფორმის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სტატიები