საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება

Construction News

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საქართველოში პირველი 5 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური საგარეჯოში განთავსდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი დამატებით 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება. მისი თქმით, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ამასთან, 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია, რაც ნიშნავს როგორც პასუხისმგებლობას, ასევე შესაძლებლობებს, რომ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკის საფუძველზე რამდენიმე წელიწადში ევროპული ტიპის მწვანე ეკონომიკად გარდაიქმნას.

მსგავსი სტატიები