საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 6.6%-ით შემცირდა

Construction News

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019 წლის I კვარტლის მშენებლობის ღირებულების ინდექსს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით ინდექსის 6.6 პროცენტიანი კლება ფიქსირდება. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.4 პროცენტიანი კლებით, რამაც -6.24 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1.5 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 2.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2019 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

geostat.ge

მსგავსი სტატიები