საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველ წელს საშუალოდ 4.8%-ით იზრდება

Construction News

საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2009-2018 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 4.8%-ით იზრდება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ათი წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.9%-ით იზრდება. ამასთან, სემეკ-ის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე ელექტროენერგიის წარმოების ზრდის მაჩვენებლები

2018 წელს ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 4,179.30 მგვტ, რაც 1,016 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ასევე, საანგარიშო წელს ექსპლოატაციაში შევიდა ელექტროენერგიის წარმოების საშუალებები, ჯამური დადგმული სიმძლავრით 63.96 მგვტ, მათ შორისაა 5 მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

ელექტროენერგიის მიღების ინდექსით, მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018“-ის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 30-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სტატიები