საქართველოში „დედამიწის საათი“ მეთერთმეტედ  აღინიშნება

Construction News

„დედამიწის საათი“ ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათ დღეს აღინიშნება. საქართველო ამ დღეს წელს მეთერთმეტედ უერთდება. ღონისძიების მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების სიმბოლო 60+ გულისხმობს, ერთ საათზე მეტის დათმობას დედამიწისთვის. ღონისძიების ფარგლებში, 20:30-დან 21:30 საათამდე სურვილისამებრ ჩაქრება სინათლე საცხოვრებელ სახლებსა თუ სამუშაო ადგილებზე.

ამ დღეს, მილიონობით ადამიანი მსოფლიო მასშტაბით ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარს ამბობს და ამით დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

„დედამიწის საათი“ პირველად ავსტრალიაში „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“(wwf) თაოსნობით 2007 წელს გაიმართა. საქართველო მასშტაბურ ღონისძიებას 2009 წლიდან შეუერთდა.

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN და საქართველოში wwf წარმომადგენლების ინიციატივით იმართება.

მსგავსი სტატიები