საქართველოს რაგბის კავშირი აუტიზმის სპექტრის მქონეთათვის კოტეჯებს ააშენებს

Construction News

საქართველოს რაგბის კავშირის და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას.

 „პირველი არხის“ ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, მერაბ გოგბერაშვილის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთთანამშრომლობის მემორანდუმს.

პროექტ „სახლის“ ფარგლებში რაგბის კავშირი კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას პარტნიორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. ნაკრების წევრები ექვსი კვირის განმავლობაში მოიპოვებენ სამშენებლო მასალებს და სპეციალისტების ზედამხედველობით პირველ კოტეჯს ააშენებენ.

მსგავსი სტატიები