საქართველოს მოსახლეობისთვის მზისა და ქარის ენერგია უფრო ხელმისაწვდომი ხდება

Construction News

სემეკის ახალი რეგულაციით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ცვლილებები შედის. საუბარია მოქალაქეების მიერ ქარისა და მზის ენერგიის ათვისების ხელშეწყობაზე.

ცნობისთვის, ნეტო აღრიცხვა არის პროცესი, რომელიც გულისხმობს განახლებად ენერგიებზე (მზე, წყალი, ქარი) მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ჩართვას, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში.

სემეკის გადაწყვეტილებით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა 17 მარტიდან მომხმარებელთა ჯგუფსაც შეეძლება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, უბანი, დასახლება, სოფელი). ამ ეტაპზე, სისტემით 80-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს.

კომისიის მიერ დანერგილი ნეტო აღრიცხვის სისტემა შესაძლებლობას იძლევა, ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა, ძვირადღირებული აკუმულატორების მაგივრად გამანაწილებელ ქსელში მოხდეს.

ამასთანავე, ნეტო-აღრიცხვის კიდევ ერთი ახალი რეგულაცია საშუალებას აძლევს სადგურების მფლობელებს მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეეძლებათ.

მსგავსი სტატიები