საქართველოს მასშტაბით სკოლების მშენებლობის რაოდენობა გაიზრდება

Construction News

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წეროვანში, დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლაში პრემიერ-მინისტრთან ერთად მიხეილ ბატიაშვილიც იმყოფება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რეფორმის ფარგლებში წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი.

მისივე განმარტებით, მომავალ წელს სკოლების მშენებლობის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მესამე საჯარო სკოლის მსგავსად, წეროვანში კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყება.

მსგავსი სტატიები