საქართველოს ეროვნული პარკების განვითარებისთვის €870,000 დაიხარჯება

Construction News

2019-2021 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870,000 ევროს გამოყოფს. საგრანტო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ასევე, გრანტის ფარგლებში პარკების რეინჯერებს ხელფასის დანამატებს უზრუნველყოფენ.

მსგავსი სტატიები