საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრი აშენდება

Construction News

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით თბილისში დღეს პირველი საერთაშორისო, სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიხსნა. კონფერენციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2019 წელს ბოტანიკური ბაღისთვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დააანონსა.

„თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღისათვის ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს სამეცნიერო ლაბორატორიების, სამეცნიერო ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციული და ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას.“, –  განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კონფერენციაში ბოტანიკური ბაღის ორმოცზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის 110 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. სამეცნიერო და პლენარული სესიების, მრგვალი მაგიდისა და ვორქშოპების ფორმატში სამი დღე იმუშავებს.

მსგავსი სტატიები