საფრანგეთის ქალაქ ვერსალში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

Construction News

საფრანგეთის ქალაქ ვერსალში ავტოფარეხში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც შემდეგ მეზობელ საცხოვრებელ სახლებზეც გადავიდა. გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი პირი, რომელმაც სხეულის ზედაპირული დამწვრობა მიიღო. გარდა ამისა, დამწვარია შენობები.

ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის ჩასაქრობად 80 მეხანძრე-მაშველი და 30 ერთეული სახანძრო ტექნიკა მუშაობდა.

მსგავსი სტატიები