საფეხმავლო ხიდები ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელებით ჩანაცვლდება

Construction News

მიმდინარე წელს, თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდების ნაწილის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.

„სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოგვიწევს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა  უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სტატიები