საუდის არაბეთში “ჰილტონის” 4 სასტუმროს უახლოეს მომავალში ააშენებენ. პროექტის მიხედვით მშენებლობაზე $3.5 მილიარდი დაიხარჯება.
სასტუმროების ქსელი რიჰედის (Riyadh) გამზირზე აშენდება და 2022 წლისთვის ოფიციალურად გაიხსნება. აღნიშნულ გამზირზე სასტუმროების გარდა 1,300 მაღაზიის და საკონფერენციო ჰოლებისა და სამედიცინო ობიექტების მშენებლობაც იგეგმება.
constructionenquirer.com-ის ინფორმაციით, 2019 წელს საუდის არაბეთში ჰილტონის სასტუმროების მშენებლობა ყველაზე დიდი პროექტია.