საუდის არაბეთი პაკისტანში $20 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

Construction News

საუდის არაბეთი პაკისტანში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი საუდის არაბეთის პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის აზიური ტურის ფარგლებში, ისლამაბადში მოეწერა.

ინვესტიცია ენერგეტიკულ სფეროს და სოფლის მეურნეობას მოიცავს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ საუდის არაბეთი პაკისტანს ნედლი ნავთობითა და სხვა ნავთობპროდუქტებით მოამარაგებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს ქალაქ გვადარში 8 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსებასაც.

საუდის არაბეთის პრინცი პაკისტანის შემდეგ ინდოეთსა და ჩინეთს ეწვევა.

მსგავსი სტატიები