საუდელების დახმარებით, შესაძლოა, ერაყში ყველაზე დიდი სტადიონი აშენდეს

Construction News

საუდელი ოფიციალური პირები 9 თებერვალს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ჩავიდნენ, სადაც ქვეყანაში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საკითხი განიხილეს.

ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, სპორტული არენა 100,000 მაყურებელს დაიტევს. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, ის ინტეგრირებული სპორტული ქალაქი იქნება. მედიასაშუალება პროექტის დასრულების ვადაზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, სტადიონის მშენებლობის საკითხს საუდის არაბეთის მეფეც უჭერს მხარს.

constructionweekonline.com

მსგავსი სტატიები