სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა – გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი

Construction News

თბილისი-ფოთის მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა. აღნიშნული ინციდენტი ზესტაფონში მოხდა.

ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა და მეხანძრე-მაშვებმა მისი ლიკვიდაცია გავრცელებამდე შეძლეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის შედეგად გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები