სასტუმროში გაზის გაჟონვის შედეგად 15 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია

Construction News

კანადის ქალაქ უინიპეგში, გაზის გაჟონვის შედეგად სასტუმრო “სუპერ 8”-ში 46 ადამიანი შეუძლოდ გახდა, ხოლო 15 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი, გაზის გაჟონვასთან დაკავშირებულ, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფაქტად არის შეფასებული, საგანგებო სამსახურის მიერ.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინციდენტი, რაც მეხანძრე-მაშველებს ამ რეგიონში გაზის გაჟონვის შედეგად უნახავთ, მეხანძრეები იყვნენ შოკში” – განაცხადა მეხანძრეთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, ალექს ფორესტმა.

თავიდან ფიქრობდნენ რომ 10-მდე ადამიანს დასჭირდებოდა დახმარება, თუმცა შემდეგ ნახეს, რომ სასტუმროში გაცილებით მეტი ადამიანი იყო მძიმე მდგომარეობაში.

ინციდენტის შედეგად, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა და ვარაუდობენ რომ კლინიკაში გადაყვანილი ადამიანები რამდენიმე საათში განთავისუფლდებიან სამედიცინო დაწესებულებიდან.

მომხდარის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი სტატიები