სასმელი წყლის დაბინძურების გამო, ბაღდათში მოსახლეობამ აქცია გამართა

Construction News

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მოსახლეობის საპროტესტო აქცია გამართა. “პირველი არხის” ინფორმაციით, ადგილობრივები დაბინძურებულ სასმელ წყალზე საუბრობენ.

მოსახლეობის თქმით, ონკანში წყალს გაურკვეველი ცოცხალი არსებები მოჰყვება, რის გამოც სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.

„სოფელში წყლის ახალი სისტემა შვიდი თვის წინ გაკეთდა. მანამდე კარგი წყალი გვქონდა. ახლა კი, წყალი სასმელად უვარგისია. ვითხოვთ დახმარებას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მარინა ლიპარტელიანმა.

მსგავსი სტატიები