სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით 60 ობიექტი გასხვისდა

Construction News

წიაღის ეროვნული სააგენტო აუქციონის შედეგებს აქვეყნებს:

სახელმწიფო პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონზე გამოტანილი 100 ობიექტიდან, 60 სალიცენზიო ობიექტი გასხვისდა.

განცხადებაში მითითებულია, რომ გაყიდული ობიექტების ფარგლებში 1,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო მოსალოდნელი ინვესტიციის ოდენობა 20,000,000 ლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო.

მსგავსი სტატიები